ნუშების თოვლი

მე უკვე ვიცი, რომ ხარ ზღაპარი,
რა არ მიამბეს ცისკრის ზარებმა,
სადაც გაივლი შენი გზა-კვალი
ნუშების თოვლით დაიფარება.

მე უნდა გძებნო, მე უნდა გპოვო
თუნდ წინ აღმიდგეს მთელი საწუთრო,
როგორმე უნდა დაგიმარტოვო,
როგორ მე უნდა დაგისაკუთრო.

ციდან შენთვის დავეშვი,
შენთვის უნდა ვხარობდე,
რომ შენს ბაღჩა-ბაღებში
წყაროდ მოვწანწკარობდე.

დავშრე როცა გაგცვალო,
არ მოვითხოვ დანდობას,
უნდა შენ განაცვალო
ჩემი ახალგაზრდობა.

მოვდივარ სტვენით, შემკრთალი შველი
და ბალახივით მომაქვს ლექსები,
რწმენა მაქვს შენი, ნდობა მაქვს შენი,
გულში გიკრავ და გეალერსები.

შენ რომ არ იყო, წვა არ იქნება,
შენ რომ არ მყავდე ხსნა არ იქნება
და სული ჩემი სიმღერასავით
გულიდან გულში არ გადიღვრება.

ციდან შენთვის დავეშვი,
შენთვის უნდა ვხარობდე,
რომ შენს ბაღჩა-ბაღებში
წყაროდ მოვწანწკარობდე.

დავშრე როცა გაგცვალო,
არ მოვითხოვ დანდობას,
უნდა შენ განაცვალო
ჩემი ახალგაზრდობა.

უნდა შენ განაცვალო
ჩემი ახალგაზრდობა…


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading