ნუ აგროვებ

ნუ აგროვებ ფულს და ოხრას,
ოფლსა ღვრი და ოხრავ,
მოვა მიქელ-გაბრიელი
და დაგრჩება ოხრად.

მადლო ქენი, სხვას მიეცი,
თუ ჯიბეში ფული ჭყავის,
წუთისოფლის სტუმარი ხარ,
შენზე დიდხანს ცოცხლობს ყვავი.

ობი ფულსაც ეკიდება,
და განგება დაგსჯის,
თუ დროზე არ დაამღერებ
რაც გაქვს დასახარჯი.

ეს ცხოვრება კიბე არის,
ზოგი ადის, ზოგი ჩადის,
ძმა ბიჭებში დროსტარება
წამალია გულის დარდის.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading