რა ვიღონო, რით ვუშველო იარებს?
ეგ თვალები სულ ჩემ თვალწინ ტრიალებს,
ცრემლის ნამი, რა ვქნა მე არ მასველებს,
ლხინის დროსაც ეგ სახე არ მასვენებს.
ვგრძნობ უშენოდ დღეები როგორ მაკლდება,
გამიღიმო, მითხარ რა დაგაკლდება?
არა, არ მსურს მოწყნელი გიხილო,
ამას მიჯობს, სამარეში მიხილო.
მოხიბლული მაგ შენ თვალის წამწამით,
განა ვლოთობ, არ იფიქრო ეგ წამით,
დღე ვდარდობ და ღამე დავეხეტები,
მე მიჯნური ღობე-ყორეს ვედები.
ღარიბი ვარ, არ მაქვს ზურმუხტ-ლალები,
სიყვარულით, ბედით განაწამები.
სულში ზიხარ, წინ მაქვს შენი თვალები,
დროზე მომკალ, ზედ დამადნე ლალები.
სულში ზიხარ, წინ მაქვს შენი თვალები,
დროზე მომკალ, ზედ დამადნე ლალები.
ტატოსავით ლექსს ვწერ, არა მწყინდება,
შენზე ფიქრი არასდროს მომწყინდება,
სულის ვარდო, იცი რა ფაქიზი ხარ,
თვალს ავახელ, ზედ წამწამზე მიზიხარ,
თვალს ავახელ, ზედ წამწამზე მიზიხარ.
