აი და რა რიგ გიხდება
ლოყის ძირას ხალია
მოდი და გვერდზედ მამიჯექ
და დამიმშვენე მხარია.
რა კარგი ხარ რა კარგი
შუშფარა და მჩქეფარე
როცა მოვკვდე გენაცვალე
ძეგლად გადმომეფარე.
აი და რა რიგ გიხდება
ზოლიანი და ხალათი
გულში არასდროს გაივლო
ბიჭოვ ჩემი ღალატი.
რა კარგი ხარ რა კარგი
შუშფარა და მჩქეფარე
როცა მოვკვდე გენაცვალე
ძეგლად გადმომეფარე.
უწინ ჩემი ვარდი იყავ
ახლა დარდი ხარ
ახლოს აღარ მეკარები
გან-გან დადიხარ.
აბა მითხარ, ჩემზე კარგი სხვა რომელია?
უშენობით სილამაზე გამომელია,
არ იცოდი და სიყვარული და რას მედებოდი,
ღამ-ღამობით ჩემს ქუჩაზე და რას დაძვრებოდი.
აი და მანა აი
აი და მანა აი
დარი დადიდი იადიდი დადიდი დი
აი…
წადი, წადი გენაცვალე
შენ გზას ეწიე,
თუ ოდესმე მოგენატრო და
სტუმრად მეწვიე.
მაინც მითხარ, ჩემზე კარგი სხვა რომელია?
უშენობით ჰარაქათი გამამელია,
არ იცოდი და სიყვარული და რას მედებოდი
ღამ-ღამობით ჩემს ქუჩაზე და რას დაძვრებოდი?
აი და ამანა აი
აი და ამანა აი
დარი დადიდი იადიდი დადიდი დი
აი…
