თბილის ქალაქს მინდა გული გაჩუქო,
სიყვარულით მიმოვფანტო ფანტელი,
ახალი წლის ბედნიერი დილა და
ახალი წლის ბედნიერი ნათელი.
შენზე ფიქრში გულს მოეშვა იარა,
დღე დამიდგა, ო რარიგად მზიანი,
ახალი წლის ბედნიერი ღამე და
თბილისური სუფრა ბარაქიანი.
მაშ სიმღერა როგორ შემომელევა,
გული ისევ სილამაზემ აავსო,
სიყვარულით მინდა შევსვა ერთიც და
გადღეგრძელო ჩემო თბილის ქალაქო.
მაშ სიმღერა როგორ შემომელევა,
გული ისევ სილამაზემ აავსო,
სიყვარულით მინდა შევსვა ერთიც და
გადღეგრძელო ჩემო თბილის ქალაქო.
სიყვარულით მინდა შევსვა ერთიც და
გადღეგრძელო ჩემო თბილის ქალაქო,
გადღეგრძელო ჩემო თბილის ქალაქო.
