საპოვნელა

ოქტომბერში თუ ჩვენს მხარეს ჩაგივლია,
შეამჩნევდი მიმობნეულს მინდორველად,
პაწაწინა მარჯნისფერი ყვავილია,
იმერეთში ეძახიან საპოვნელას.
პაწაწინა მარჯნისფერი ყვავილია,
იმერეთში ეძახიან საპოვნელას.

მოვწყვიტე და მივიბნიე იგი მკერდზე,
ჩემს გულშიაც მივუჩინე მყუდრო ბინა,
გენაცვალე სხვა საუნჯეს აღარ ვეძებ,
რადგან ჩემო შენი გული მაპოვნინა.
გენაცვალე სხვა საუნჯეს აღარ ვეძებ,
რადგან ჩემო შენი გული მაპოვნინა.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading