ქალავ შენი სილამაზე არვის არ შეადარო,
მთაში შვლის ნუკრს ემსგავსები, ბარში – ბულბულს, იადონს,
შენზე ფიქრში წლები გადის, უშენობა მერევა,
სანამ ჩემად არ გიგულებ, დარდი არ დამელევა.
შენზე ფიქრში წლები გადის, უშენობა მერევა,
სანამ ჩემად არ გიგულებ, დარდი არ დამელევა.
ჰეიდა ჰარალე, ჰარი ჰარალე ჰე.
ცხორს გავხედავ, თან წამიღებს, ქალავ, შენზე ფიქრები,
სიზმრად მაინც თუ არ გნახე დარდიანი ვიქნები
ნეტავ როდის მეღირსება შენს ბაგეზე ვტკბებოდე,
არავისთვის არ მეგალოს, მარტო შენ გიმღეროდე.
ნეტავ როდის მეღირსება შენს ბაგეზე ვტკბებოდე,
არავისთვის არ მეგალოს, მარტო შენ გიმღეროდე.
ჰეიდა ჰარალე, ჰარი ჰარალე ჰე.
იალაღზე ცხორს გავშლი და გადავცქერი მთა-გორებს,
ყოველ დილით მზის ამოსვლა მხოლოდ შენ თავს მაგონებს,
ცხადში ვარ თუ სიზმარში ვარ, მე შენს გამო ვილევი,
თუ შენ ჩემი არ გახდები, მართლა გადავირევი.
ცხადში ვარ თუ სიზმარში ვარ, მე შენს გამო ვილევი,
თუ შენ ჩემი არ გახდები, მართლა გადავირევი.
ჰეიდა ჰარალე, ჰარი ჰარალე,
ჰეიდა ჰარალე, ჰარი ჰარალე ჰე.
