საქართველოს მანანებო

იმ პატარა სიყვარულის ცრემლებს ვფიცავ,
იმ თეთრ აკვანს, დედაჩემის ცისფერ თვალებს,
ვფიცავ მიწას, ვაჟას გულზე დაყრილ მიწას,
რიჟრაჟს ვფიცავ ნისლებში რომ იფერმრკთალებს.

თუ დავეცე, ნუ მიტირებთ დანანებით,
ნაღველს გულში არასოდეს გავივლებდი,
საქართველოს ლამაზებო, საქართველოს მანანებო,
დამაყარეთ თქვენი ფერის ყვავილები.

თუ დავეცე, ნუ მიტირებთ დანანებით,
ნაღველს გულში არასოდეს გავივლებდი,
საქართველოს ლამაზებო, საქართველოს მანანებო,
დამაყარეთ თქვენი ფერის ყვავილები.

გულით დამაქვს სიყვარული, განა ხელით,
მყვარებია, ჰო ცრემლებიც მყვარებია,
ჩემი ქვეყნის ძველი დარდი და ნაღველი,
ხანჯალივით გულში გამიტარებია.

თუ დავეცე, ნუ მიტირებთ დანანებით,
ნაღველს გულში არასოდეს გავივლებდი,
საქართველოს ლამაზებო, საქართველოს მანანებო,
დამაყარეთ თქვენი ფერის ყვავილები.

თუ დავეცე, ნუ მიტირებთ დანანებით,
ნაღველს გულში არასოდეს გავივლებდი,
საქართველოს ლამაზებო, საქართველოს მანანებო,
დამაყარეთ თქვენი ფერის ყვავილები.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading