საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე,
ეჰ წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.
თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,
ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს,
ერთი იმედით სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს
და განმეორდეს.
ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს.
რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!
ამ ქვეყანაზე!
ჰე ჰეი და ჰე,
ჰე ჰეი და ჰე,
ჰე ჰეი და ჰე,
ჰე ჰეი და ჰე.
დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს,
გაისარჯოს და ბრძოლებში გაიხარჯოს.
გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას,
საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს.
დაუკარით ჯერ ხომ სისხლი გვიდუღს ძარღვში,
ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასცვენია.
ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში
საქართველოს ცხელი გული ასვენია.
ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში
საქართველოს ცხელი გული ასვენია.
ჰე ჰეი და ჰე,
ჰე ჰეი და ჰე,
ჰე ჰეი და ჰე,
ჰე ჰეი და ჰე.
