მარტო ვზივარ მოწყენილი, მუა ვინცხა ამბავს მკითხავს,
დამეთხუე თუ ღმერთი გწამს, მაწუხებელი ბევრი მყავს და,
დამეთხუე თუ ღმერთი გწამს, მაწუხებელი ბევრი მყავს და.
მთელი ქვეყანა შეიძრა მე ერთი საყვარელი მყავს,
მამასახლისს რა უნდოდა, იმას ჩემს ამბავს ვინ კითხავს და,
მამასახლისს რა უნდოდა, იმას ჩემს ამბავს ვინ კითხავს და.
ქუთაისში გამგზავნიან, პროკურორი ამბავს მკითხავს,
მამაჩემიც რომ ყურობდეს მაინც ვეტყვი მიყვარს, მიყვარს და,
მამაჩემიც რომ ყურობდეს მაინც ვეტყვი მიყვარს, მიყვარს და.
ცოლოურს გამაგზავნიან, სიმაური მომიკითხავს,
სიდედრი მომიალერსებს, რამდენი საყვარელი გყავს და,
სიდედრი მომიალერსებს, რამდენი საყვარელი გყავს და.
შენი ამბის თავი არ მაქვს, ან ჩემს ამბავს შენ ვინ გკითხავს?
ზოგს ხუთი ყავს, ზოგს ექვსი ყავს, მე ერთი მყავს იგი მიყვარს და,
ზოგს ხუთი ყავს, ზოგს ექვსი ყავს, მე ერთი მყავს იგი მიყვარს და.
მე ერთი საყვარელი მყავს, იგი მყავს და იგი მიყვარს,
სანამდიენ არ შემიძლებს სულ ვიძახი მიყვარს, მიყვარს და,
სანამდიენ არ შემიძლებს სულ ვიძახი მიყვარს, მიყვარს და.
