სახუმარო

გოგო ერთმანეთის თუ გინდა რომ გავიგოთ
მოდი მერცხლებივით ერთი ბუდე ავიგოთ
შორი გზები მოვიარე შენ გესტუმრე განა სხვასა
ჩემი სტუმარ-მასპინძლობა დაგიჯდება კოცნის ფასად

ვიცი რომ შენა ხარ გოგოვ ჩემი საბედო
ღმერთი არ გაგიწყრეს უარი არ გაბედო
სტუმარს გული არ დამწყვიტო მომეშველე ალვის ტანო
აქაური ქალის კოცნა კვალიეთში ჩავიტანო

არ წახვიდე თორემ გული ამიტირდება
შენი ერთი კოცნა წამალივით მჭირდება
შორი გზები მოვიარე შენ გესტუმრე განა სხვასა
ჩემი სტუმარ მასპინძლობა დაგიჯდება კოცნის ფასად


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading