სიმღერას ვბედავდი, ვერ გაგაგონე ხმა,
სიზმრებში გხედავდი, მოჰყავდი ფიქრს და დარდს,
გეძახდი, გეძახდი, მაგრამ რა…
წაიღეს ნისლებმა მოგონებები შორს,
მეგონა სიყვარულს ვერ წამართმევდა დრო,
ეს ჩემი ფიქრია განა თოვს…
ეს ღამე უძილო, სიყვარულს ეძახის კვლავ,
სევდამ კი უძირო ღრუბლებით დაფარა ცა,
წახვედი, გაჰყევი შორიდან მოვარდნილ ქარს,
დაგეძებ, სადა ხარ, მე ისევ შენ მიყვარხარ.
და როცა წვიმაში მოენატრები გულს,
მე ვეღარ გავუძლებ უშენოდ გაზაფხულს,
ვიხსენებ იმ დღეებს დაკარგულს…
სიმღერას ვბედავდი, ვერ გაგაგონე ხმა,
სიზმრებში გხედავდი, მოჰყავდი ფიქრს და დარდს,
გეძახდი, გეძახდი, მაგრამ რა…
ეს ღამე უძილო სიყვარულს ეძახის კვლავ,
სევდამ კი უძირო ღრუბლებით დაფარა ცა,
წახვედი, გაჰყევი შორიდან მოვარდნილ ქარს
დაგეძებ, სადა ხარ, მე ისევ შენ მიყვარხარ.
და ძველებურად შორიდან მესმის ნაცნობი ხმა,
ეს მონატრება მოვიდა, მე ისევ მიყვარხარ.
ეს ღამე უძილო სიყვარულს ეძახის კვლავ,
სევდამ კი უძირო ღრუბლებით დაფარა ცა,
წახვედი, გაჰყევი შორიდან მოვარდნილ ქარს,
დაგეძებ, სადა ხარ, მე ისევ შენ მიყვარხარ.
უცნაური ღამის სიჩუმე დგას,
მენატრები, სადა ხარ, სად?
