ნეტავ სად არის კიდევ ცა
უძიროდ ლურჯი, ხალასი,
სწორედ ისეთი როგორ შენია.
ნაიარევი წარსულის,
ნანგრევი ნარიყალასი,
ჭაღარასავით შემოგრჩენია.
თბილისო, მზის და ვარდების მხარეო,
უშენოდ სიცოცხლეც არ მიმდა.
სად არის სხვაგან ახალი ვარაზი,
სად არის ჭაღარა მთაწმინდა!
ჩაივლი მტკვართან ხეივანს
და გაზაფხულის მაყრები
გეგებებიან მწვანე ჭადრები.
აქ არიმღერო ძნელია,
აქ ხომ ფოთლებიც მღერიან
და ცა ფირუზზე ლურჯი ფერია.
თბილისო, მზის და ვარდების მხარეო,
უშენოდ სიცოცხლეც არ მიმდა.
სად არის სხვაგან ახალი ვარაზი,
სად არის ჭაღარა მთაწმინდა!
