სიმღერა ტყეებზე

ხეებს ნუ კაფავ ძმობილო,
მთა გატიტვლდება, ბრალია,
ია და ვარდი დაჭკნება,
ფესვებს მოუთხრის ქარია.
ია და ვარდი დაჭკნება,
ფესვებს მოუთხრის ქარია.
ია და ვარდი დაჭკნება,
ფესვებს მოუთხრის ქარია.

მალე ჩამორცხს ავდარი,
კლდეღა დარჩება სალია,
მთის ცივი წყარო დაშრება,
ყანას მოგვიჭამს კალია, კალია.
მთის ცივი წყარო დაშრება,
ყანას მოგვიჭამს კალია, კალია.

ტყეს ნუ ექცევი მტრულადა,
მოყვრულად მოიხმარია,
ტყე შეუნახე შვილებსა,
მამა ხარ, შენი ვალია!
ტყე შეუნახე შვილებსა,
მამა ხარ, შენი ვალია!
ტყე შეუნახე შვილებსა,
მამა ხარ, შენი ვალია!

მალე ჩამორცხს ავდარი,
კლდეღა დარჩება სალია,
მთის ცივი წყარო დაშრება,
ყანას მოგვიჭამს კალია, კალია.
მთის ცივი წყარო დაშრება,
ყანას მოგვიჭამს კალია, კალია.

ტყე შეუნახე შვილებსა,
მამა ხარ, შენი ვალია!
მამა ხარ, შენი ვალია!


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading