სისონა დარჩია

სისონაი დარჩიაი ნაქებია ბიჭობაში,
მივიდა და ძმა იტირა, არ შეშინდა იმდონ ჯარში,
ცალ ხელში თოფი ეჭირა, ცრემლი მოასხმიდა თვალში,
შენ მკვდარი და მე ცოცხალი, რაფერ გევიარო ხალში და?!

ერთი ვინმე ვაჟბატონი მარჯვეა ღალატობაზე,
ოცდათორმეტი სტრაჟნიკი მან დამახვედრა ბოგაზე,
ვისკუპე და ქი გადავხტი დიდ ბოგიდან სუფსის წყალზე,
უკაცრავად კი ვარ, მარა პრისტავს გადავახტი თავზე და.

ერთი ორი გევისროლე დადეშქელიანის ხმაზე,
მოღალატე და პრისტავი დავაკალი რიყის ქვაზე,
სხვები ჯორივით გარბოდენ, ზოგი წინ და ზოგი განზე,
აბა რა ვქნა, რას მერჩიან, რომ მებრძვიან მართლის თქმაზე და.

მე რომ ვეფერი გამომჩენ, ჩემს მეზობლებს დახვდენ გზაში,
უმოწყალოდ დეერიენ, კონდახები ურტყეს თავში,
გევიქეცი, დავაყარე ვინც პირველი შემხვდა ხელში,
შვიდი უსულოდ დავაგდე, სხვები შიშით შეძვრენ ტყეში და.

თოფი ხელში იმიზა მაქ, რომ გავჟლიტო ხალხის მტერი,
ტყეში ვცოცხლობ მარტოდ-მარტო, დარდისაგან ხშირად ვმღერი,
ხალხი მიყვარს, მათ გულისთვის ღამეს ვათევ თოვლში, ქარში,
არ მოვკვდები, ვინცხა მაინც დამაფასებს მომავალში და.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading