უბერავს ქარი,
იღება კარი,
შემოდის ქალი,
ვაი რა ქალი.
კონიაკით მთვრალი
მე ცოცხალ–მკვდარი,
ცრემლით მევსება
ორივე თვალი.
შენ ანგელოზად ღმერთმა გაკურთხა,
მთვარემ გაჩუქა სევდის საფარი,
შენა ხარ ჩემი ვარსკვლავი.
შენ ანგელოზად ღმერთმა გაკურთხა,
მთვარემ გაჩუქა სევდის საფარი,
შენა ხარ ჩემი ვარსკვლავი.
ტუჩები სველი,
ფეხები გრძელი,
ერთიც შევივსოთ
გამიშრა ყელი.
ოთახი ბნელი,
ბუხარი მწველი,
ჩამოიჩოჩე
მოგხვიო ხელი.
შენ ანგელოზად ღმერთმა გაკურთხა,
მთვარემ გაჩუქა სევდის საფარი,
შენა ხარ ჩემი ვარსკვლავი.
შენ ანგელოზად ღმერთმა გაკურთხა,
მთვარემ გაჩუქა სევდის საფარი,
შენა ხარ ჩემი ვარსკვლავი.
პატრუკი იწვის,
სანთელი ქრება,
ოცნება ფიფქივით
დნება და დნება.
უბერავს ქარი,
იღება კარი
და ჩემგან მიდის
ლამაზი ქალი.
შენ ანგელოზად ღმერთმა გაკურთხა,
მთვარემ გაჩუქა სევდის საფარი,
შენა ხარ ჩემი ვარსკვლავი.
შენ ანგელოზად ღმერთმა გაკურთხა,
მთვარემ გაჩუქა სევდის საფარი,
შენა ხარ ჩემი ვარსკვლავი.
