ძველი თბილისი ისევ მიგონებს,
ნისლივით ჩნდება დარდი,
ერთ დროს პირველი მეფაიტონე,
ქუჩაში ფეხით დადის.
ძნელი ყოფილა თურმე სიბერე,
გულო გაუძელ ტკივილს,
წვიმა მოსულა, არვის ეგონოს
გაყიდულ არღანს ვსტირი.
ფანჯარაში მტრედია,
ნეტავ ვისი ბედია,
არ მომიკლათ გენაცვა
ჩემი საყვარელია.
მზეზე ვთბები და ხშირად ვიხსენებ,
რაღაც მინდოდოა მეთქვა,
ვიხსენებ, მაგრამ ვერ გავიხსენე,
რატომ მოვედი თქვენთან.
არც ფაეტონი აღარც ცხენები,
რატომ არაფერს მეტყვით,
სად მიმაქროლებს ჭენებ–ჭენებით
წუთისოფელის ეტლი.
ფანჯარაში მტრედია,
ნეტავ ვისი ბედია,
არ მომიკლათ გენაცვა
ჩემი საყვარელია.
მივდივარ, ძნელი ყოფილა წასვლა,
მშვიდად ვისტუმრებ ვალებს,
უკანასნელი სიმღერის ფასად
უკანასკნელად დავლევ.
მივდივარ მიმაქვს ჩემსავით ძველი
დარდის გუდურა გრილი,
უკანასკნელი ყარაჩოღელი
ემშვიდობება თბილისს…
ფანჯარაში მტრედია,
ნეტავ ვისი ბედია,
არ მომიკლათ გენაცვა
ჩემის საყვარელია.
