ცვივა თოვლის ფანტელი,
თეთრი ფიფქი, შავი ფიქრი,
ფიქრი, მაგრამ რამდენი, რამდენი…
ცვივა თოვლის ფანტელი,
მოდი სანამ ვინმე მოვა,
შენზე ფიქრებს განდევნის, განდევნის…
დაღამებას სევდა მოაქვს,
გული რითი გავართო,
დავჯდები და ბარათს მოგწერ,
ისევ უმისამართოდ,
ისევ უმისამართოდ.
ნაღველს ვებრძვი ამაოდ,
ვისაც ვკითხე მიპასუხა
თავისთავად წავაო, წავაო…
ცვივა თოვლის ფანტელი,
მოდი სანამ ვინმე მოვა,
შენზე ფიქრებს განდევნის, განდევნის.
დაღამებას სევდა მოაქვს,
გული რითი გავართო,
აღსარების ბარათს მოგწერ,
ისევ უმისამართოდ,
ისევ უმისამართოდ.
