ფიქრი ფიქრად შემაბერდა
ვსვამ და ვეღარა ვთვრები
შენ ყოფილხარ ჩემი სევდა
ჩემი ჩუმი სათქმელი
ოცნებები გამიხუნე
გამითელე სამყარო
ჩვენი თბილი შეხვედრები
აღარ მინდა დავთვალო
ო, რარიგად მომენატრე
როგორ მინდა ითოვოს
იქნებ სადმე შენი ნაფეხური ვიპოვო
ფიქრად მექცა ყველაფერი
ვგრძნობ უშენოდ ძნელია
მოლოდინის თეთრი ფერი
გზებსაც შემოერია
ო, რარიგად მომენატრე
როგორ მინდა ითოვოს
იქნებ სადმე შენი ნაფეხური ვიპოვო
ვიპოვო…
ფიქრი ფიქრად შემაბერდა
ვსვამ და ვეღარა ვთვრები
შენ, შენ ყოფილხარ ჩემი სევდა
ჩემი დიდი სათქმელი
