ბლის კუნწულას ჩამოვკიდებ
ყურზე ლამაზ გოგოსა,
ორღობიდან ვუთვალთვალებ
კაბას ბაღის ბოლოსა.
ნაწვიმარი მინდვრებიდან
ცრემლს მოგიტან დილისას,
შენი თმები მომაგონებს
სურნელებას იისას.
ნაწვიმარი მინდვრებიდან
ცრემლს მოგიტან დილისას,
შენი თმები მომაგონებს
სურნელებას იისას.
შენი თმები მომაგონებს
სურნელებას იისას.
პარა რარა რო, პარა რარა რო,
პარა რარა რო, პარა რარა რო.
მე სამყაროს ხომ ჩემებურად ვხედავ,
ჩემს სამყაროს ხომ შენი ფერი აქვს,
მე სიყვარულს ხომ ჩემებურად ვბედავ,
ჩემს სიყვარულს ხომ შენი ფერი აქვს.
მე სამყაროს ხომ ჩემებურად ვხედავ,
ჩემს სამყაროს ხომ შენი ფერი აქვს.
ბლის კუნწულას ჩამოვკიდებ
ყურზე ლამაზ გოგოსა,
ორღობიდან ვუთვალთვალებ
კაბას ბაღის ბოლოსა.
