ქალი ქალობს, დარი დარობს
გული ელის რას,
დღეს თუ ერთმა მიგატოვა
ხვალ იპოვი სხვას.
კარგი კაცის სიტყვა ფასობს,
დაუჯერე სხვას,
დღეს თუ არა ხვალე მოვა
და დაგიკრავს თავს.
ქალი სევდით მღერისო,
ქალი მოფერებისო,
ნეტა ვის რა ბედი აქვს,
ნეტა ვის რა ელისო.
ქალი ქალობს, გული ხარობს
როცა ელი კარგს,
ქალი მაინც ქალია და
მისცემია დარდს.
თუ კი კაცის სიტყვა ფასობს,
შენ თუ ელის მას,
დღეს თუ ღმერთი არა გწყალობს
ნუ მოიკლავს თავს.
ქალი სევდით მღერისო,
ქალი მოფერებისო,
ნეტა ვის რა ბედი აქვს,
ნეტა ვის რა ელისო.
ქალი სევდით მღერისო,
ქალი მოფერებისო,
ნეტა ვის რა ბედი აქვს,
ნეტა ვის რა ელისო.
