ქალს

გაიცრიცა ღამის ბინდი, იქნებ ახდეს რაც მინდა,
იქნებ ჩვენი ერთად ყოფნა არც ღირდა.
თითქოს დილამ მოიტანა სინათლე და ხალისი
შენ კი წასვლას, შენ კი წასვლას არ იშლი.

ქალს, მშვენიერ ქალს
ჰკლავს, შენი სურვილი ჰკლავს,
შენ კი გული უნდა ატკინო
მისგან წასვლა რომ დააპირო.

კარს, სანამ მიხურავ კარს
მოხედე მშვენიერ ქალს,
თორემ მერე გვიან იქნება,
როცა შენი აღარ იქნება.

მიდიხარ და მიგაცილებს ნაზი ქალის სურნელი,
და იმ ღამის დაბრუნებას ნუ ელი.
კვლავ აჰყვები ნაცნობ ქუჩას, სადაც დილა ირთვება,
მაგრამ ქალი უკვე სხვისი იქნება.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading