ქვეყანა შემოვიარე

ქვეყანა შემოვიარე,
ვერ ვნახე შენი ბადალი,
თუ გძულვარ თავსაც მოვიკლავ
ოღონდ მითხარი მართალი.

ნეტავ ფრინველად მაქცია
შენსკენ გამოვყვე ნიავსა,
ბავშვივით მოგეფერები,
არ გაგაღვიძებ მძინარსა.

ნეტავ ფრინველად მაქცია
შენსკენ გამოვყვე ნიავსა,
ბავშვივით მოგეფერები,
არ გაგაღვიძებ მძინარსა.

თვალ-წამწამნი ყორანს გიგავს,
შავი ზღვიდან მოფრენილსა,
ენა ჭიკჭიკ მერცხალს გიგავს
ინდოეთიდან მოსულსა.

ან მომეც გოგოვ პირობა
ან გამითხარე სამარე,
ეგ თვალები არ მასვენებს,
გულის ტკივილი მაკმარე.

ქვეყანა შემოვიარე,
ვერ ვნახე შენი ბადალი,
თუ გძულვარ თავსაც მოვიკლავ
ოღონდ მითხარი მართალი.

ქვეყანა შემოვიარე.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading