ქუთაისო ჩემო, ჩემო დედულეთო,
გული საგულედან ლამის ამომენთოს,
ჩემი ბაღის კიდე, ხავსიანი ეზო,
ძველი ჯაჭვის ხიდი არ მოშალო ღმერთო.
მომენატრე ძლიერ, გეფერები ბევრსო,
ძველებურად მშვიდად თვლემს ბავშვობის ეზო,
შემოვირბენ გელათს, სათაფლიის მთებსო,
რიონის პირს ჩუმად, ჩუმად დავღვრი ცრემლსო.
ცა, ოცნებებით ანთებული ცა,
ყვავილებით დაფენილი გზა,
რა ვინატრო, რა ვინატრო სხვა?!
მზე, მზე დაგნათის სიხარულის მზე,
ოცნებებით ანთებული დღე,
ერთადერთო, ჩემო სიცოცხლე.
ქუთაისო ჩემო, ჩემო დედულეთო,
გული საგულედან, ლამის ამომენთოს,
ცისფერს შემოვავლებ ბაფთას ნატვრის ხესო,
შენ გიმღერებ ისევ გიორგობის თვესო.
ცა, ოცნებებით ანთებული ცა,
ყვავილებით დაფენილი გზა,
რა ვინატრო, რა ვინატრო სხვა?!
მზე, მზე დაგნათის სიხარულის მზე,
ოცნებებით ანთებული დღე,
ერთადერთო, ჩემო სიცოცხლე.
ქუთაისო ჩემო, ჩემო დედულეთო…
