ქუჩა ქუჩა ალუბლებს

ქუჩა ქუჩა ალუბლებს
ქარი თეთრად პენტავს,
მეგობარო ამ გულს თუ ვერ გაუგე,
ვის გაუგებ ნეტა?

ვაი ვეღარ ვხედავ მზეს,
როცა შენ ვერ გხედავ.
ხვალ რომ ჩემი გაგიჟების დღე დადგეს,
რით მიწამლებ ნეტა?
ვაი ვეღარ ვხედავ მზეს,
როცა შენ ვერ გხედავ.
ხვალ რომ ჩემი გაგიჟების დღე დადგეს,
რით მიწამლებ ნეტა?

თითქოს სევდამ შემიპყრო,
ეს რა სიზმრებს ვხედავ,
ხვალ რომ შენი დაბადების დღე იყოს,
არ მიმიღებ ნეტა?

ვაი ვეღარ ვხედავ მზეს,
როცა შენ ვერ გხედავ.
ხვალ რომ ჩემი აღსარების დღე დადგეს,
არ მომისმენ ნეტა?
ვაი ვეღარ ვხედავ მზეს,
როცა შენ ვერ გხედავ.
ხვალ რომ ჩემი აღსარების დღე დადგეს,
არ მომისმენ ნეტა?
არ მომისმენ ნეტა?
არ მომისმენ ნეტა?


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading