ყვავის არია

ყვავი რომ ვარ, შავი რომ ვარ
თქვენ გგონიათ არ მაქვს გული
მეც მჭირდება თბილი სიტყვა
მეც მჭირდება სიყვარული

მე არავის ვეცოდები
ჩემთვის ვარდიც არა ჰყვავის
ვინ რა იცის რა ძნელია
ბედი ყვავის, ბედი ყვავის, ბედი ყვავის

ყველამ ყველი რომ წამართვა
რად დახუჭეთ ყველამ თვალი
ყველა ცდილობს საბრალო ყვავს
გააგდებინოს კაკალი

მე კი ვიცი რა გშურთ ჩემი
რა ბოღმა გკლავთ და რა დარდი
გენანებათ რატომ ვცოცხლობ
მე სამასი წელიწადი

მეც ვიყავი ერთ დროს თეთრი
მორალურად მტკიცე, სუფთა
ჩემი შრომით პურსა ვჭამდი
განა მუქთად, განა მუქთად

მაინც ყველა იძახოდა
ყვავი მყრალი, ყვავი მყრალი
ხოდა მე თუ გავბოროტდი, ხოდა მე თუ გავბოროტდი
ხოდა მე თუ გავბოროტდი
არის საზოგადოების ბრალი
არის საზოგადოების ბრალი


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading