ყოველ სნეულებაზე
სიყვარული ძნელია,
ჰოი, შეყვარებულისათვის,
ჰოი, ნათელიც კი ბნელია.
ჰოი, შეყვარებულისათვის,
ჰოი, ნათელიც კი ბნელია.
ეს ბუნების კანონი
ყველასათვის ძნელია,
ჰოი, განურჩევლად იმონებს,
ჰოი, კაცია თუ ქალია.
ჰოი, განურჩევლად იმონებს,
ჰოი, კაცია თუ ქალია.
და შენც უნდა იცოდე,
რაც ვალი და წესია,
ჰოი, თუმც ამ გრძნობას შენს გულში,
ჰოი, ჯერ არ დაუკვნესია.
ჰოი, თუმც ამ გრძნობას შენს გულში,
ჰოი, ჯერ არ დაუკვნესია.
მაგრამ ერთხელ უეცრად,
დაგკრავს, მოგკიდებს ალსა,
ჰოი, გაგრძნობინებს უცნაურს,
ჰოი, რაღაც ციურსა ძალსა.
ჰოი, გაგრძნობინებს უცნაურს,
ჰოი, რაღაც ციურსა ძალსა.
