შემოდგომა დგება

მე მზეს ვატან შენთვის ნაქარგ ყვავილებს,
მე მზეს ვატან შენგან ნატკენ გულს,
ქარი სევდას სულ, სულ მალე წაიღებს
და უშველის ნაიარევ სულს.

ბევრი ვქარგე შენზე ლურჯი ოცნება,
მაგრამ ყველა ოცნებებად მრჩება,
ვიცი კარგო, უკვე დამაგვიანდა,
შემოდგომა დგება, შემოდგომა დგება,
ვიცი კარგო უკვე, დამაგვიანდა,
შემოდგომა დგება.

მე მზეს ვატან შენთვის ნაქარგ ყვავილებს,
ოცნებები ოცნებებად მრჩება,
ეს ზაფხული საბოლოოდ გაყრის გზებს,
ალბათ ასეც ხდება,
ვიცი კარგო უკვე დამაგვიანდა,
შემოდგომა დგება.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading