შენმა სურვილმა დამლია,
შენზე ფიქრმა და სევდამან,
შორს წასვლამ, ხშირად გაყრამან,
გულის თვალებით ხედვამან X2
ცაზედ მოდიან წერონი,
მწკრივადა, ჯარის-ჯარადა,
ვერა ხედავთა ტივლებო,
ცრემლი ჩამამდის ღვარადა. X2
შენ ჩემს გულს ვეღარ მაიგებ,
ჩემი სათქმელიც ის არის,
გადამაგდე და დამკარგე,
როგორც ჩერქეზმა ისარი. X2
