შენ მახველ მზეც ამავიდა,
მეც აქ მავშავდი ქოლვილი.
შენ წახველ მზეცა წავალი
ვარდი დააჭკნება ყოილი.
შენ წახველ მზეცა წავალის
ვარდი დააჭკნება ყოილი.
მინდვრიდან მახველ შენ ქალო,
ამამავალი მზე ხარო,
ნეტა იმ ვაჟის დედასა,
ვის სახლშიც შენაი ყვეხარო.
ნეტა იმ ვაჟის დედასა,
ვის სახლშიც შენაი ყვეხარო,
შენაი ყვეხარო.
წარბები გადაგხატვია,
გიმშვენებს ორთავ თოლებსა.
ტანი ალვის ხეს მიგიგავს,
პირი გაბადრულ მთვარესა.
ტანი ალვის ხეს მიგიგავს,
პირი გაბადრულ მთვარესა.
აიმ მთაზედა ყორნეები,
ბუდობენ არ იშლიიანო.
არ შამაგხედავ ქალაო
თოლნი არ დაიშლიანო.
არ შამაგხედავ ქალაო
თოლნი არ დაიშლიანო,
დაიშლიანო.
