შენ მხოლოდ შენ

ზღაპრად ნაგებო ტაძარო,
სიზმრად ხილულო სავანევ,
არ ვიცი ცას შეგადარო
თუ მოალერსე მთვარეს.

ავედევნები ოცნებით
მე შენს ლანდსა და ნაკვალევს,
მხოლოდ შენ დაგემონები
და შენს უძირო თვალებს.

შენ, მხოლოდ შენ,
შენი თვალების ნათელი მზე
გამათბობს მზესავით, გამათბობს.

შენ ვიგონებ,
ოდეს ფიქრებით გულს ვიღონებ,
უშენოდ მარტო ვარ მარტო.

ჩემი გზა ბილიკს წააგავს,
ლურჯი ნისლებით დაბურულს
და უშენობა ისე მკლავს,
როგორც ტყვეობა ბულბულს.

შენზე ოცნებით ვაღამებ,
შენი ხილვებით ვათენებ,
თილისმასავით ვატარებ
მძივად აკინძულ ცრემლებს.

შენ, მხოლოდ შენ,
შენი თვალების ნათელი მზე
გამათბობს მზესავით, გამათბობს.

შენ გიგონებ,
ოდეს ფიქრებით გულს ვიღონებ,
უშენოდ მარტო ვარ მარტო.

შენ, მხოლოდ შენ,
შენი თვალების ნათელი მზე
გამათბობს მზესავით, გამათბობს.

შენ გიგონებ,
ოდეს ფიქრებით გულს ვიღონებ,
უშენოდ მარტო ვარ მარტო.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading