შენ ქალების ღმერთო

შენ ყველა ქალების ღმერთო,
მოდი ჩემთან ერთადერთო,
როგორ მინდა მაგ ტკბილ ბაგეს
ჩემი ბაგე შევუერთო,
შენ ყველა ქალების ღმერთო.

მე ხომ ლამპარი არა ვარ
ჩაუქრობლად სულ რომ ვენთო,
მე ხომ სანთელი არა ვარ
შენს სარკმელთან
დავიწვე და დავიღვენთო,
შენ ყველა, შენ ყველა ქალების ღმერთო.

როგორ მინდა, როგორ მინდა,
კარგოვ შენი ალერსი,
როგორ მინდა, როგორ მინდა,
გოგოვ შენი ალერსი.

მე ხომ ლამპარი არა ვარ
ჩაუქრობლად სულ, სულ რომ ვენთო
მე ხომ სანთელი არა ვარ
შენს სარკმელთან
დავიწვე და დავიღვენთო
შენ ყველა, შენ ყველა ქალების ღმერთო.

როგორ მინდა, როგორ მინდა,
კარგოვ შენი ალერსი,
როგორ მინდა, როგორ მინდა,
გოგოვ შენი ალერსი.

როგორ მინდა, როგორ მინდა,
კარგოვ შენი ალერსი,
როგორ მინდა, როგორ მინდა,
გოგოვ შენთან ალერსი.

როგორ მინდა, როგორ მინდა,
გოგოვ შენი ალერსი.

შენ ყველა ქალების ღმერთო,
შენ ყველა ქალების ღმერთო.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading