შეხედე, ცაა ძალიან ლურჯი,
ძალიან ლურჯი, დაუსაბამო…
ცას შერევია თეთრი ღრუბელი,
ცამ ხვაშიადი რარიგ დამალოს?
ჩამოვფრინდები შენს ლურჯ რტოებზე,
ჩამოვფრინდები, იასამანო!
და თუ მე ხშრად გავუყვები ღრუბლებს,
ვარდისფერ ღრუბლებს, ქარივით მარდებს,
ნუ შეშინდები ვით მოვშრდები,
სად გავექცევი შენს ლამაზ თვალებს.
ჩამოვფრინდები შენს ლურჯ რტოებზე,
ჩამოვფრინდები, იასამანო!
