შუაღამის ვარსკვლავივით შორსა ხარ,
სილამაზით მთვარესთანაც სწორსა ხარ,
გაზაფხულზე ია ვარდის მოსვლა ხარ,
ლამაზების დარდი ხარ და ლოცვა ხარ.
ბულბულის და იადონის ენა ხარ,
გიშრის ეშხი, ლალის ელვა შენა ხარ.
თუ მიწაზე ჩამოსული ზენა ხარ,
რა იქნება ჩემი ბაღიც გენახა.
რას მემდური, ცარიელი გული ვარ,
ლამაზებში განა დაკარგული ვარ,
სიმღერა ვარ, საზანდარის სული ვარ,
ქამანჩაზე სიმად გადაბმული ვარ.
რა მინდოდა, რა ტყუილად ვმღეროდი,
როდის იყო ჩემს სატკივარს შველოდი,
თუ მთვარე ხარ, ცაში ვიღას ელოდი
და თუ მზე ხარ, ჩემ ოთახშიც შემოდი.
რა მინდოდა, რა ტყუილად მღეროდი,
როდის იყო ჩემს სატკივარს შველოდი,
თუ მთვარე ხარ, ცაში ვიღას ელოდი
და თუ მზე ხარ, ჩემ ოთახში შემოდი,
შემოდი.
