ჩავაქრე სანთელი

ჩავაქრე სანთელი, ოთახში ბნელოდა,
და გული, და გული, გელოდა… გელოდა…
ჩავაქრე სანთელი და იცი რა მოხდა?
დავემხე ბალიშზე, გულს კვნესა აღმოხდა.
ჩავაქრე სანთელი და იცი რა მოხდა?
დავემხე ბალიშზე, გულს კვნესა აღმოხდა.

და დღესაც, როს სიო მინებზე წანწკარებს,
მგონია მოსულხარ და აღებ ჩემს კარებს.
ბალიშო, თუ რატომ ვტიროდი ლიცლიცით,
ეს მხოლოდ ჩვენ გვესმის, ეს მხოლოდ ჩვენ ვიცით.

ბალიშო, თუ რატომ ვტიროდი ლიცლიცით,
ეს მხოლოდ ჩვენ გვესმის, ეს მხოლოდ ჩვენ ვიცით.
ბალიშო, თუ რატომ ვტიროდი ლიცლიცით,
ეს მხოლოდ ჩვენ გვესმის, ეს მხოლოდ ჩვენ ვიცით.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading