გაგიხსენებ, როცა გავიგონებ
ნაცნობი სიმღერის ხმას,
ის სიტყვები, შენ რომ დამიტოვე
არავის არ უთქვამს სხვას.
დამიჯერე, მალე დრო წაიღებს
ამ გულში დარჩენილ დარდს
და წვიმაც გადაიღებს,
მე შენთან მოვალ კვლავ.
დამიძახე, სანამ სინანული
ჩუმად მოგვადგება კარს,
დავიღალე, რადგან მონატრება
სევდიან სიჩუმეს გავს.
დამიცადე, ისევ მოვალ შენთან
მოვყვები წასულის გზას,
შენ ოღონდ დამიძახე,
მესმოდეს შენი ხმა.
ჩავა და ამოვა მზე,
მზე სევდას გაფანტავს,
შენს სიყვარულს ვერასოდეს
სხვას ვერ გავატან.
თუ ისევ გახსოვარ და
თუ ძველებურად მელოდები,
გააღე კარი და ჩუმად გეტყვი,
რომ მე მოვედი.
დამიძახე, სანამ სინანული
ჩუმად მოგვადგება კარს,
დავიღალე, რადგან მონატრება
სევდიან სიჩუმეს გავს.
დამიჯერე, მალე დრო წაიღებს
ამ გულში დარჩენილ დარდს
და წვიმაც გადაიღებს,
მე შენთან მოვალ კვლავ.
ჩავა და ამოვა მზე,
მზე სევდას გაფანტავს,
შენს სიყვარულს ვერასოდეს
სხვას ვერ გავატან.
თუ ისევ გახსოვარ და
თუ ძველებურად მელოდები,
გააღე კარი და ჩუმად გეტყვი,
რომ მე მოვედი.
რა შეიცვალა, ისევ ისა ვარ,
როგორიც ვიყავი,
დღეს შეიძლება უფრო მიყვარხარ
ვიდრე გუშინ მიყვარდი.
ჩავა და ამოვა მზე,
მზე სევდას გაფანტავს,
შენს სიყვარულს ვერასოდეს
სხვას ვერ გავატან.
თუ ისევ გახსოვარ და
თუ ძველებურად მელოდები,
გააღე კარი და ჩუმად გეტყვი,
რომ მე მოვედი.
თუ ისევ გახსოვარ და
თუ ძველებურად მელოდები,
გააღე კარი და ჩუმად გეტყვი,
რომ მე მოვედი.
გააღე კარი და ჩუმად გეტყვი,
რომ მე მოვედი.
