ჩამოვუქროლებ ჩემს საქართველოს

დავბადებულვარ საქართველოში
ღმერთმა მარგუნა დარი მზიანი,
თუმცა მთავარი, ჩემთვის ის არის
რომ ჩემი ერი არს ქრისტიანი.

ერთგულება და ღვთის სიყვარული
რწმენა, იმედი, აღწევს ჩვენს სულში
მაშინ ბოროტი ვერას დაგვაკლებს
თუკი გვექნება ქართული სული. X2

ჩამოვუქროლებ ჩემს საქართველოს
მივალ იქ სადაც უფლის სახლია,
მუხლს მოვიდრეკ და ღმერთს შევღაღადებ
მოჰმადლე ჩემს ერს, ის რაც აკლია. X2

დავითისა და თამარის ერი
ძალას მოიკრებს, არ დაკნინდება
ღვთიურ სიყვარულს მოაფრქვევს იგი
მწამს საქართველო კვლავ გაბრწყინდება. X2


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading