ჩამოთოვა ისევ

ჩამოთოვა ისევ იისფერი მთები,
შენს ხმას ვეღარ ვისმენ
და ვეღარსად გხვდები,
თეთრი ფიფქის დარი, ფიქრი მემატება,
შენთან საუბარი როგორ მენატრება.

წაუღიათ ნისლებს დაბინდული მთები,
ნეტავ შევხვდე ვისმეს, შენზე მოვუყვები.

შენზე ფიქრით შეშლის,
ვსვამ და ვეღარ ვთვრები,
ამ ჩაკეტილ მთებში, როგორ მენატრები,
შენი სიმღერები თოვლში გაფანტულან,
მუშტებს მიღერებენ ჩემო თვალხატულა.

წაუღიათ ნისლებს დაბინდული მთები,
ნეტავ შევხვდე ვისმეს, შენზე მოვუყვები.

ჩამოთოვა ისევ,
ჩამოთოვა ისევ…


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading