ლირიული დუეტი (ჩემი გული, შენი გული)

ჩემი გული, შენი გული, ჭირიმე,
ჯაჭვით არის გადაბმული, ჭირიმე,
თითქოს მთვარემ მოიპარა ჩვენი სინაზე,
სინაზე, სინაზე, ჩვენი სინაზე.
თოხის ტარზე დავეტევით,
მტრების ჯინაზე,
ჯინაზე, ჯინაზე, მტრების ჯინაზე.

ჩემი გული, შენი გული, ჭირიმე,
ყვავილების თაიგული, ჭირიმე,
მორაკრაკე ჭინჭილა ხარ, ღვინით დამტკბარი,
დამტკბარი, დამტკბარი, ღვინით დამტკბარი.
შენ ცეცხლი ხარ, მე სანთელი,
ცეცხლზე დამდნარი,
სანთელი, სანთელი, ცეცხლზე დამდნარი.
ჭირიმე, ჭირიმე, შენი ჭირიმე,
შენი ჭირიმე.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading