ჩემი სიმღერა

მე რომ მახარებს განა ბედია,
მე რომ მაცოცხლებს განა ღმერთია,
ჩემთვის სიმღერა ერთადერთია,
ერთადერთია.

და მეც სიცოცხლე მისთვის მწყურია,
სიმღერა ჩემთვის სიხარულია,
სიმღერა ჩემთვის სიყვარულია,
სიყვარულია.

მე მინდა სითბო, მაგრამ მზის არა,
მინდა წყალობა, მაგრამ ღვთის არა,
მინდა საფრენი, მაღალ ცის არა,
ლამაზი სატრფო, მაგრამ სხვის არა.

ერთი პატარა ლერწმის ღერი ვარ
და სიყვარულზე როცა ვმღერივარ,
ყველაზე უფრო ბედნიერი ვარ,
ბედნიერი ვარ.

და მეც სიცოხლე მისთვის მწყურია,
სიმღერა ჩემთვის სიხარულია,
სიმღერა ჩემთვის სიყვარულია,
სიყვარულია.

მე მინდა სითბო, მაგრამ მზის არა,
მინდა წყალობა, მაგრამ ღვთის არა,
მინდა საფრენი, მაღალ ცის არა,
ლამაზი სატრფო, მაგრამ სხვის არა.

ერთი პატარა ლერწმის ღერი ვარ
და სიყვარულზე როცა ვმღერივარ,
ყველაზე უფრო ბედნიერი ვარ,
ბედნიერი ვარ.

როცა ავდარში მაწვიმს და მათოვს,
მე მზეზე უფრო სიმღერა მათბობს,
მე მზეზე უფრო სიმღერა მათბობს,
სიმღერა მათბობს.

მე მინდა სითბო, მაგრამ მზის არა,
მინდა წყალობა, მაგრამ ღვთის არა,
მინდა საფრენი, მაღალ ცის არა,
ლამაზი სატრფო, მაგრამ სხვის არა.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading