ჩემი სიყვარულით შენ არ შეგაწუხებ,
ჩუმად მეყვარები ჩემთვის,
რა ჩემი ბრალია, შემიყვარდი უცებ,
ალბათ ნება იყო ღმერთის,
რა ჩემი ბრალია, შემიყვარდი უცებ,
ალბათ ნება იყო ღმერთის.
ჩემი სიყვარულით შენ არ შეგაწუხებ,
ჩუმად ვიოცნებებ შენზე,
შენთან ალერსსა და ლამაზ გაზაფხულზე,
შენი ერთხელ ნახვის დღეზე,
შენთან ალერსსა და ლამაზ გაზაფხულზე,
შენი ერთხელ ნახვის დღეზე.
ჩემი სიყვარულით შენ არ შეგაწუხებ,
ჩუმად მეყოლები დარდად,
ოღონდ ვიცოდე, რომ სევდა არ გაქვს გულზე,
ოღონდ შენ იყავი კარგად,
ოღონდ ვიცოდე, რომ სევდა არ გაქვს გულზე,
ოღონდ შენ იყავი კარგად.
ჩემი სიყვარულით შენ არ შეგაწუხებ,
ჩუმად ვიოცნებებ შენზე,
შენთან ალერსსა და ლამაზ გაზაფხულზე,
შენი ერთხელ ნახვის დღეზე,
შენთან ალერსსა და ლამაზ გაზაფხულზე,
შენი ერთხელ ნახვის დღეზე.
ჩემი სიყვარულით შენ არ შეგაწუხებ,
ჩუმად მეყვარები ჩემთვის,
რა ჩემი ბრალია, შემიყვარდი უცებ,
ალბათ ნება იყო ღმერთის,
რა ჩემი ბრალია, შემიყვარდი უცებ,
ალბათ ნება იყო ღმერთის,
ალბათ ნება იყო ღმერთის.
