გული გაუყოფელი

გაყოფილი ერთგულება, გაყოფილი გული,
დაკარგული სიყვარული, რწმენა დაკარგული,
გაყოფილი ცა და მიწა, გაყოფილი წყარო,
სული ცისკენ ვერ გაფრინდა, აქ მიწაზე წვალობს.

ღმერთო გადამირჩინე, გული გაუყოფელი,
ღმერთო გადამირჩინე, წუთი, წუთისოფელი,
ღმერთო ნუ მიმატოვე, ლოცვით გზა გამინათე, ლოცვით…

ღმერთო გადამირჩინე, გული გაუყოფელი,
ღმერთო გადამირჩინე, წუთი, წუთისოფელი,
ღმერთო ნუ მიმატოვე, ლოცვით გზა გამინათე.

გაყოფილი მეგობრობა, გაყოფილი ძმობა,
მენატრება, მენატრება, სიყვარულით თრობა,
თმაში თეთრი მემატება, მიდის გაზაფხული,
ამღერება მენატრება დარდიანი გულის.

ღმერთო გადამირჩინე, გული გაუყოფელი,
ღმერთო გადამირჩინე, წუთი, წუთისოფელი,
ღმერთო ნუ მიმატოვე, ლოცვით გზა გამინათე, ლოცვით…

ღმერთო გადამირჩინე, გული გაუყოფელი,
ღმერთო გადამირჩინე, წუთი, წუთისოფელი,
ღმერთო ნუ მიმატოვე, ლოცვით გზა გამინათე.

ღმერთო გადამირჩინე, გული გაუყოფელი,
ღმერთო გადამირჩინე, წუთი, წუთისოფელი,
ღმერთო ნუ მიმატოვე, ლოცვით გზა გამინათე, ლოცვით…

ღმერთო გადამირჩინე, გული გაუყოფელი,
ღმერთო გადამირჩინე, წუთი, წუთისოფელი,
ღმერთო ნუ მიმატოვე, ლოცვით გზა გამინათე.

გაყოფილი ერთგულება, გაყოფილი გული…


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading