შენი გულის ძგერა მესმის,
მთაწმინდაზე შენთან ერთად ვმაღლდები.
ვიცი რაზე ჩურჩულებენ,
შენი თბილი სახლები.
შენი ძველი ქუჩები და,
შენი ედემ ბაღები,
შენ ისეთი ლამაზი ხარ,
ავ თვალს არ ენახვები.
ჩვენო თბილის ქალაქო,
შენმა დარმაც იდარა,
შენ იხარე ოღონდაც,
მე სულ არა მინდა რა.
ჩვენო თბილის ქალაქო,
შენმა დარმაც იდარა,
შენ იხარე ოღონდაც,
მე სულ არა მინდა რა.
ვიცი როგორ გაჩნდი ქვეყნად,
კარგად ვიცი რა ქარცეცხლში გივლია.
ისიც ვიცი ჯვარზე გაკრულს,
რომ არ დაგიჩივლია.
შვილთა შენთა სიყრმეს ლოცავს,
თამარი და ილია.
შენით ცოცხლობს ყველა ვინც კი,
შენი გამოზრდილია.
ჩვენო თბილის ქალაქო,
შენმა დარმაც იდარა,
შენ იხარე ოღონდაც,
მე სულ არა მინდა რა.
ჩვენო თბილის ქალაქო,
შენმა დარმაც იდარა,
შენ იხარე ოღონდაც,
მე სულ არა მინდა რა.
ვხარობ შენი დღე რომ არის,
მუმლი მუხას ვხედავ რომ ვერ ერევა.
კარგად ვიცი მეგობარი,
გვერდში რომ არ გელევა.
ფიანდაზად გიშლის ჩეროს,
და გალობით გაფხიზლებს.
ფეხზე დგება საქართველო,
შენი გულის ძახილზე.
ჩვენო თბილის ქალაქო,
შენმა დარმაც იდარა,
შენ იხარე ოღონდაც,
მე სულ არა მინდა რა.
ჩვენო თბილის ქალაქო,
შენმა დარმაც იდარა,
შენ იხარე ოღონდაც,
მე სულ არა მინდა რა.
ჩვენო თბილის ქალაქო,
შენმა დარმაც იდარა,
შენ იხარე ოღონდაც,
მე სულ არა მინდა რა,
მე სულ არა მინდა რა,
მე სულ არა მინდა რა.
