ჩემს საქართველოს

ბევრი ამქვეყნად ერთ თბილ დღეს ნატრობს,
ბევრს თოვლიც არ სწვავს, გულით რომ სურდეს,
მე კი სხვა მიწის რა უნდა მშურდეს
სამშობლო ჩემო, შენს შვილს და პატრონს.

სუნთქვა ხარ, სუნთქვა, გულის ფანცქალი,
ლხინის აფრენა, ჭირის მოთმენა,
მაგრამ მცირე ხარ, შენ გენაცვალე,
სულ პატარა ხარ, გულისოდენა.

არ გასწვდომიხარ მერიდიანებს,
ამ დედამიწის სიგრძე-განედებს,
შენი ფოთოლი არ მიფრიალებს.
ოკეანედან ოკეანემდე,

სუნთქვა ხარ, სუნთქვა, გულის ფანცქალი,
ლხინის აფრენა, ჭირის მოთმენა,
მაგრამ მცირე ხარ, შენ გენაცვალე,
სულ პატარა ხარ, გულისოდენა.

სუნთქვა ხარ, სუნთქვა, გულის ფანცქალი,
ლხინის აფრენა, ჭირის მოთმენა,
მაგრამ მცირე ხარ, შენ გენაცვალე,
სულ პატარა ხარ, გულისოდენა,
სულ პატარა ხარ, გულისოდენა,
სულ პატარა ხარ, გულისოდენა.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading