ჩემს ქუჩაზე ერთი ქერა
ქალიშვილი დადის.
ქალია თუ ბედისწერა,
თუ სიზმარი ცხადი.
ო, არ მინდა ნატვრით მიღლილს
ნატვრა ამის გარდა –
შორს გვფარავდეს ლერწმის ქოხის
საოცნებო კალთა.
თეთრ გვირილებს ვკრეფდეთ ველად,
სიყვარულით მთვრალი.
მიბერავდეს მისი ქერა
დალალების ქარი.
თეთრ გვირილებს ვკრეფდეთ ველად,
სიყვარულით მთვრალი.
მიბერავდეს მისი ქერა
დალალების ქარი.
და როს წლები გავლენ ნელა,
დავბერდებით უკვე,
როს მის თმებში მზე კი არა,
მთვარე გააშუქებს.
როს როს დარეკს, როგორც ზარი,
ჟამი გარდასული
და გაქრება, ვით ზღაპარი,
ბუხრის პირას თქმული.
თეთრ გვირილებს ვკრეფდეთ ველად,
სიყვარულით მთვრალი.
მიბერავდეს მისი ქერა
დალალების ქარი.
თეთრ გვირილებს ვკრეფდეთ ველად,
სიყვარულით მთვრალი.
მიბერავდეს მისი ქერა
დალალების ქარი.
თეთრ გვირილებს ვკრეფდეთ ველად,
სიყვარულით მთვრალი.
მიბერავდეს მისი ქერა
დალალების ქარი.
თეთრ გვირილებს ვკრეფდეთ ველად,
სიყვარულით მთვრალი.
მიბერავდეს მისი ქერა
დალალების ქარი.
