ჩუმად გაგიყვან მინდორში

მზითა და მთვარით ამავსებს
შენი ნათელი სახეო,
ანთებულ სანთელს გამსგავსე,
ცისკრის ლოცვაზე გნახეო.

ჩუმად გაგიყვან მინდორში,
ჩუმად დაგისხამ ღვინოსა,
ისეთ სიმღერას გიმღერებ
თვალს ცრემლი მოედინოსა.

თავს შემოგავლებ ძვირფასო,
ფიქრი არ გქონდეს ავისა,
შენ ჩემო ბედის ვარსკვლავო
გამთენებელო ღამისა.

მინდორ და მინდორ დავყვები,
დავკრეფ ვარდსა და იასა,
ყაყაჩოს აგიბრიალებ,
არ მოგაკარებ ნიავსა.

ჩუმად გაგიყვან მინდორში,
ჩუმად დაგისხამ ღვინოსა,
ისეთ სიმღერას გიმღერებ
თვალს ცრემლი მოედინოსა.

თავს შემოგავლებ ძვირფასო,
ფიქრი არ გქონდეს ავისა,
შენ ჩემო ბედის ვარსკვლავო
გამთენებელო ღამისა.
შენ ჩემო ბედის ვარსკვლავო
გამთენებელო ღამისა.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading