ცისკარა (პოპური)

სევდის ბაღში ტირის წყარო
ხალხის ტანჯვა ცრემლად წვეთავს
სიცხისა და გვალვის ალმურს
მთა და ბარი გაუთენთავს

ტირის ჩემი ტურფა მხარე
ტირის ვარდი ტირის ია
ვარამით და ხალხის დარდით
გული სევდას წაუღია
ვარამით და ხალხის დარდით
გული სევდას წაუღია

მე რად მინდა მკერდში გული
დაეყაროს მაშინ მიწა
თუ მოყვასის სიყვარულში
სანთელივით არ დაიწვა
თუ მოყვასის სიყვარულში
სანთელივით არ დაიწვა

მე რად მინდა ეს მარჯვენა
დაეყაროს მაშინ მიწა
თუ სიმართლეს არ დავიცავ
ჩემ სიმართლეს ვერ დავიცავ

მე რად მინდა მკერდში გული
დაეყაროს მაშინ მიწა
თუ სამშობლოს სიყვარულში
სანთელივით არ დაიწვა


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading