ფიქრები გახდნენ ჩემი მდევრები,
ვეღარ დამიხსნა თავგამეტებამ.
გარდასულ დღეებს მივდევ ვედრებით,
ერთი მათგანი არ მემეტება.
მოვიდა შენი ძველი ნაცნობი,
შენზე ნაღველით…
მოვიდა ჩემთან შენი სახელით,
რად გამოგზავნე, შენ სად წახვედი…
გავრბივარ, მაინც აღარ დამტოვეს
მოგონებებმა, გარდასულ დღეთა.
სხვასთან ვარ, მაგრამ მაინც მარტო ვარ,
ჩემს ფიქრებს ისევ მოვყევარ შენთან.
მოვიდა ჩემი ძველი ნაცნობი,
შენზე ნაღველით…
მოვიდა ჩემთან შენი სახელით,
რად გამოგზავნე, შენ სად წახვედი…
მოვიდა ჩემი ძველი ნაცნობი,
შენზე ნაღველით…
მოვიდა ჩემთან შენი სახელით,
რად გამოგზავნე, შენ სად წახვედი…
