ყური უგდე საქართველოს მთებს და ლელიანს,
იავნანას დედასავით ტკბილად მღერიან,
ცელქი სიო სად არ მღერის, აქ სულ სხვა არის
და სამშობლოს ჩურჩული ხომ დედის, დედის ხმა არის.
გადახედე მთებს აზიდულს გოლიათებად,
და ნაღველი ღრუბელივით გაიფანტება,
სიო გვიხმობს, ყანა ღელავს, თითქოს ზღვა არის,
საყვარელი სამშობლოა, დედის ხმა არის.
სიო გვიხმობს, ყანა ღელავს, თითქოს ზღვა არის,
საყვარელი სამშობლოა, დედის, დედის ხმა არის.
გადახედე მინდორ-ველებს,მორცხვობს ღიღილო,
თითქოს უნდა შენთან ერთად რომ იღიღინოს,
სალამურად გაითლება ლერწამის ღერო,
როგორ გაძლებს ამ ზეცის ქვეშ, რომ არ იმღეროს.
გადახედე მთებს აზიდულს გოლიათებად,
და ნაღველი ღრუბელივით გაიფანტება,
სიო გვიხმობს, ყანა ღელავს, თითქოს ზღვა არის,
და სამშობლოს ჩურჩულიც ხომ დედის ხმა არის.
სიო გვიხმობს, ყანა ღელავს, თითქოს ზღვა არის,
და სამშობლოს ჩურჩულიც ხომ დედის, დედის ხმა არის.
