გეფერბი შორიდან და
როგორ მინდა გაიგო,
შენი სუნთქვა მიალერსებს სულს.
მეც არ ვიცი როგორ მოხდა,
წვიმამ დარდი წაიღო,
არ მახსენებს წარსულ სიხარულს.
როცა შენზე ვოცნებობდი,
ღამე ჩუმად გავიდა,
შენს ფანჯრებთან ვათენებდი მე.
ქარმა კოცნა გამიბედა,
გული თურმე არ უნდოდა,
შენთან მოვალ საფერებლად მე,
შენთან მოვალ საფერებლად მე.
მინდა მარტო მე გახსოვდე,
ღამე მე ერთს გამითბო,
ალიონზე ერთად შევხვდეთ მზედ.
ერთი წამით არ დამტოვო,
გულში ცეცხლი დამინთე და
დაგილოცავ იმ არეულ გზებს.
როცა შენზე ვოცნებობდი,
ღამე ჩუმად გავიდა,
შენს ფანჯრებთან ვათენებდი მე.
ქარმა კოცნა გამიბედა,
გული თურმე არ უნდოდა,
შენთან მოვალ საფერებლად მე,
შენთან მოვალ საფერებლად მე.
დღეს უშენო ფიქრი მქონდა,
გული მაინც გიხმობდა,
შენ მასწავლე სად გეძებო სად?
ვიცი მაინც შენთან მოვალ,
დამიძახებ მგონია,
და თავიდან შემაყვარებ თავს,
და თავიდან შემაყვარებ თავს,
და თავიდან შემაყვარებ თავს,
და თავიდან შეგაყვარებ თავს.
